ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ა.წ.4-6 მაისს ლუნდის უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ცენტრსა და მალმოს უნივერსიტეტის ენისა და ლინგვისტიკის (კავკასიათმცოდნეობა) განყოფილბებებში (შვედეთი) გაიმართა სემინარი "კავკასიურ ენათა ლექსიკური და ტიპოლოგიური მრავალფეროვნება. მოცულობითი მონაცემთა ბაზის კოდირების მეთოდები და მოდელები". სემინარი გაიმართა პროექტის "ენისა და კულტურის ციფრული ატლასი" (http://project2.sol.lu.se/lundic/) ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ იერდ კარლინგი (Gerd Carling, Lund University).


სემინარში მონაწილეობდნენ: პროფ. მერაბ ჩუხუა - თსუ, ჩერქეზთა კულტურის ცენტრი, საქართველო; პროფ. მაჯიდ ხალილოვი - ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტი, რუსეთის მეცნიერებათ აკადემია, დაღესტანი, მახაჩკალა, რუსეთის ფედერაცია; პროფ. ნადეჟდა ალიპულატოვა -დაღესტნის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი,რუსეთის ფედერაცია, დოქტორი ლეილა ავიძბა - თსუ, ქართულ-აფხაზუ ურთიერთობათა ს/კ ცენტრი, საქართველო; დოქტორი ზაირა მოლოჩიევა, მედიის, ენისა და კულტურის ინსტიტუტი, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია.

 

ორგანიზატორები: იერდ კარლინგი (ლუნდის უნივერსიტეტი), კარინა ვამლინგი (მალმოს უნივერსიტეტი), მაკა თეთრაძე (მალმოს უნივერსიტეტი).

http://blogg.mah.se/caucasusstudies/2015/05/07/lundic-workshop-on-caucasian-languages/