ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


გამოიცა "აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთიელბი"


26 დეკემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლების ლეილა ავიძბასა და ესმა კოკოსკერიას სახელმძღვანელოს „აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები“ პრეზენტაცია.


პრეზენტაცია ეძღვნება „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დაარსების 5 და „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის“ 15 წლისთავს.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (№ 115)