ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას დიალოგის გააქტიურებაზე მუშაობას სთავაზობენ

 17:45 14-08-2014

ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას დიალოგის გააქტიურებაზე მუშაობას სთავაზობენ ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მხარეებს შორის დიალოგის გააქტიურების, დაპირისპირების განუახლებლობის გარანტიებისა და ურთიერთნდობის მექანიზმების შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობის დაწყებას სთავაზობენ. 
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ განუცხადა. 
მისივე ინფორმაციით, დღეს, 14 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსისტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთში ომის დაწყების 22 წელს მიეძღვნა. 
შენგელიას ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსული აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის, თბილისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე წაიკითხეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ნათარგმნი და თბილისში გამოცემული აფხაზური პოეზიის ნიმუშთა კრებული "რა დამავიწყებს", რომელიც აფხაზეთში ომის თემას ეხება. 
"შეხვედრის მონაწილეებს ომის თემასა და მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას ჩამოუყალიბდათ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა შესახებ საერთო ხედვა. მათ საჭიროდ ჩათვალეს, მიიღონ განცხადება, რომელიც ხელისუფლებას ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურებისკენ, დაპირისპირების განუახლებლობის გარანტიებისა და ურთიერთნდობის შესაძლო მექანიზმების შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობის დაწყებას სთავაზობენ",- განუცხადა "ინტრეპრესნიუსს" ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ შემგელიამ. 

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/293633-qarthuli-da-afkhazuri-sazogadoebis-tsarmomadgenlebi-saqarthvelos-khelisuflebas-dialogis-gaaqtiurebaze-mushaobas-sthavazoben.html?ar=A