ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


აფხაზური ზეპირმეტყველების კურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნა აფხაზური ზეპირმეტყველების კურსი. 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოცხადდა მსმენელთა რეგისტრაცია. აფხაზურის შესწავლის სურვილი გამოთქვა არაერთმა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.


მსემენელები ეუფლებიან აფხაზურ ზეპირმეტყველებას, ეცნობიან აფხაზთა კულტურას და ადათ-წესებს. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აფხაზური ზეპირმეტყველების შესწავლილს მსურველებს საშუალება აქვთ მოისმინონ აფხაზურად დუბლირებული ანიმაციური ფილმები და მსოფლიო კინემატორგაფის შედევრები.